ეკას პროექტების ბლოგი
Saturday, April 16, 2016
მეცხრე დღე
ტრენინგის მეცხრე დღე საკმაოდ საინტერესო იყო. ჯგუფის წევრებმა წარმოადგინეს საინტერესოდ გაფორმებული და ინფორმაციული პრეზენტაციები.ერთმანეთს დავუსვით შეკითხვები.
Friday, April 15, 2016
Sunday, April 3, 2016
ტრენინგის მეექვსე დღე
დღეს დავამთავრე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობა, რომელსაც პროექტის დაწყებამდე მოსწავლეებს წარვუდგენ პრეზენტაციის სახით. გავაკეთე შეფასების რუბრიკა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის. დავიწყე მუშაობა პროცედურებზე, რომლშიც განსაზღვრული იქნება პროექტის ვადები და სამოქმედო გეგმა.
Saturday, April 2, 2016
მეხუთე დღე
ტრენინგის მეხუთე დღეს გავეცანით პროექტის სავარაუდო ნაშრომებს, რომლებიც უნდა წარვუდგინოთ მოსწავლეებს(მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი). ავირჩიე პროექტის წარდგენისთვის პრეზენტაცია და დავიწყე მუშაობა პრეზენტაციაზე.
Sunday, March 27, 2016
ტრენინგის მეოთხე დღე
ტრენინგის მეოთხე დღეს ვიმუშავე შეფასების რუბრიკებზე, პროექტის ხუთ მიზანსა და შედეგებზე. გამოვყავი მეთოდები და ინსტრუმენტები, რომელსაც მოსწავლეები გამოიყენებენ პროექტის დაწყებამდე, პროექტის მიმდინარეობისას და პროექტის დასასრულს. ყველაფერი გადავიტანე პროექტის შაბლონში. ასევე ვიზუალურად გავაფორმე ჩემი ბლოგი. ვისწავლე ბლოგზე ვიდეოებისა და სურათების ატვირთვა. ვისაუბრეთ საავტორო უფლების დაცვასა და წყაროების გამოყენებაზე.
Saturday, March 26, 2016
მესამე დღე
ტრენინგის მესამე დღეს დავასრულე ბუკლეტზე მუშაობა. სასწავლო პროექტის გეგმაში შევიტანე ესგ-ს შედეგები. ჩემი პროექტისათვის განვსაზღვრე მიზნები, რომელშიც გამოვიყენე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვები. დავიწყე მუშაობა ჩემი პროექტის მიმართულების მიმცემ კითხვებზე, რომელიც დამეხმარება პროექტის წარმატებულად განხორციელებაში. გავაკეთეთ ჯგუფური სავარჯიშო გონებრივი იერიშის კითხვებით.

Subscribe to:
Posts (Atom)