Saturday, April 16, 2016
მეცხრე დღე
ტრენინგის მეცხრე დღე საკმაოდ საინტერესო იყო. ჯგუფის წევრებმა წარმოადგინეს საინტერესოდ გაფორმებული და ინფორმაციული პრეზენტაციები.ერთმანეთს დავუსვით შეკითხვები.
Friday, April 15, 2016
Sunday, April 3, 2016
ტრენინგის მეექვსე დღე
დღეს დავამთავრე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობა, რომელსაც პროექტის დაწყებამდე მოსწავლეებს წარვუდგენ პრეზენტაციის სახით. გავაკეთე შეფასების რუბრიკა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის. დავიწყე მუშაობა პროცედურებზე, რომლშიც განსაზღვრული იქნება პროექტის ვადები და სამოქმედო გეგმა.
Saturday, April 2, 2016
მეხუთე დღე
ტრენინგის მეხუთე დღეს გავეცანით პროექტის სავარაუდო ნაშრომებს, რომლებიც უნდა წარვუდგინოთ მოსწავლეებს(მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი). ავირჩიე პროექტის წარდგენისთვის პრეზენტაცია და დავიწყე მუშაობა პრეზენტაციაზე.
Sunday, March 27, 2016
ტრენინგის მეოთხე დღე
ტრენინგის მეოთხე დღეს ვიმუშავე შეფასების რუბრიკებზე, პროექტის ხუთ მიზანსა და შედეგებზე. გამოვყავი მეთოდები და ინსტრუმენტები, რომელსაც მოსწავლეები გამოიყენებენ პროექტის დაწყებამდე, პროექტის მიმდინარეობისას და პროექტის დასასრულს. ყველაფერი გადავიტანე პროექტის შაბლონში. ასევე ვიზუალურად გავაფორმე ჩემი ბლოგი. ვისწავლე ბლოგზე ვიდეოებისა და სურათების ატვირთვა. ვისაუბრეთ საავტორო უფლების დაცვასა და წყაროების გამოყენებაზე.
Saturday, March 26, 2016
მესამე დღე
ტრენინგის მესამე დღეს დავასრულე ბუკლეტზე მუშაობა. სასწავლო პროექტის გეგმაში შევიტანე ესგ-ს შედეგები. ჩემი პროექტისათვის განვსაზღვრე მიზნები, რომელშიც გამოვიყენე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვები. დავიწყე მუშაობა ჩემი პროექტის მიმართულების მიმცემ კითხვებზე, რომელიც დამეხმარება პროექტის წარმატებულად განხორციელებაში. გავაკეთეთ ჯგუფური სავარჯიშო გონებრივი იერიშის კითხვებით.
ტრენინგის მესამე დღეს დავასრულე ბუკლეტზე მუშაობა. სასწავლო პროექტის გეგმაში შევიტანე ესგ-ს შედეგები. ჩემი პროექტისათვის განვსაზღვრე მიზნები, რომელშიც გამოვიყენე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვები. დავიწყე მუშაობა ჩემი პროექტის მიმართულების მიმცემ კითხვებზე, რომელიც დამეხმარება პროექტის წარმატებულად განხორციელებაში. გავაკეთეთ ჯგუფური სავარჯიშო გონებრივი იერიშის კითხვებით.
Friday, March 25, 2016
მეორე დღე
ინტელის ტრენინგის მეორე დღეს შევარჩიე პროექტის თემა და დავიწყე სასწავლო პროექტის შაბლონის შევსება. გავეცანი პორტფოლიოს რუბრიკებს , პროექტის მახასიათებლების ჩექ ლისთს. ვისწავლე და დავამზადე საინფორმაციო ბუკლეტი, რომელის აძლევს პროექტის შესახებ მოკლე ინფორმაციას კონკრეტულ სამიზნე ჯგუფს.
Saturday, March 19, 2016
ტრენინგის პირველი დღე
ტრენინგის პირველი დღე საინტერესოდ დაიწყო. გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ - ჩვევებს. შევქმენი ბლოგი. რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია, ეს არის, პროექტებით სწავლების ფორმა, პროექტის მზა შაბლონები და ჩექ ლისთი.
Subscribe to:
Posts (Atom)