Saturday, April 16, 2016

მეცხრე დღე

ტრენინგის მეცხრე დღე საკმაოდ  საინტერესო იყო.  ჯგუფის წევრებმა წარმოადგინეს საინტერესოდ გაფორმებული და ინფორმაციული პრეზენტაციები.ერთმანეთს დავუსვით შეკითხვები.

Sunday, April 3, 2016

ტრენინგის მეექვსე დღე

დღეს დავამთავრე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობა, რომელსაც პროექტის დაწყებამდე მოსწავლეებს წარვუდგენ პრეზენტაციის სახით. გავაკეთე შეფასების რუბრიკა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისთვის.  დავიწყე მუშაობა პროცედურებზე, რომლშიც განსაზღვრული იქნება პროექტის ვადები და სამოქმედო გეგმა.

Saturday, April 2, 2016

მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღეს გავეცანით პროექტის სავარაუდო ნაშრომებს, რომლებიც უნდა წარვუდგინოთ მოსწავლეებს(მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი). ავირჩიე პროექტის წარდგენისთვის პრეზენტაცია და დავიწყე მუშაობა პრეზენტაციაზე.